სოფლის მეურნეობა
მერეთის თემის 4 სოფლის სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია”გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.


პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი. ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს. სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google