სოფლის მეურნეობა
როგორ დავრეგისტრირდეთ კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება. მონაწილეობის უფლება იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ, რომლებიც შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის გიორგი აბესაძის თქმით, შერჩეულ კოოპერატივებს გრანტის სახით 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა.
„კოოპერატივში უნდა იყოს მინიმუმ 20 წევრი. მათ არანაკლებ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეთ დარეგისტრირებული, სადაც გარდა ტექნიკური და უწამლი ჯიშებისა, სხვა ყველა სახის ყურძენი შეიძლება იყოს გაშენებული. ასევე, კოოპერატივს ანგარიშზე არ უნდა ჰქონდეს 50 ათას ლარზე ნაკლები თანხა, რადგან აღჭურვილობის განსათავსებლად მათ ნაგებობა თვითონ უნდა ააშენონ. შენობაში უნდა იყოს ყველა პირობა: წყალი, კანალიზაცია და შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სურსათის ჰიგიენის ზოგად წესს.“

გიორგი აბესაძის განმარტებით, განაცხადის შეტანა ყველა იმ გაერთიანებას შეუძლია, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„მათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი საგადასახადო დავალიანება. საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ ღვინის საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი. რამდენიმე წლის შექმნილ კოოპერატივს უფრო მეტი უპირატესობა ექნება. დარეგისტრირების მსურველები ჩვენთან მოდიან. მათ ვაძლევთ რეკომენდაციას სად უნდა გააკეთონ განაცხადი. როდესაც რეგისტრაციას გაივლიან, პროექტების მართვის სააგენტოდან ჩამოვა კომისია და ადგილზე შეამოწმებენ, რა პოტენციალი აქვთ და აკმაყოფილებენ თუ არა სტანდარტებს. შერჩევის შემთხვევაში კოოპერატივი ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს დოკუმენტაცია ქარხანაში 100 ტონა ყურძნის გადამუშავების შესახებ. “

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 საწარმო შეირჩევა. პროგრამა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. თუ კოოპერატივი ამ ხნის მანძილზე შეთანხმების პირობას დაარღვევს, რომელიმე წევრი გამოაკლდება, ან საერთოდ გაუქმდება, მაშინ მათ ხელშეკრულება შეუჩერდება. დანადგარის ღირებულების თანხას კი ბიუჯეტში შეიტანენ.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციის სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. წევრთა რეესტრის ასლი.
3. ამონაწერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კოოპერატივისა და მეპაიეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე.
4. ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არქონის თაობაზე.

5. ამონაწერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის, ან მიწის ნაკვეთის არსებობის თაობაზე.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა კოოპერატივისა და მისი მეპაიეს საკუთრებაში არსებულ ვენახებში ამ პროგრამით დადგენილ ფართობზე გაშენებული ვენახის ჯიშის თაობაზე.

7. ნოტარიულად დამოწმებული საერთო კრების ოქმი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა კოოპერატივის ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.
8. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა კოოპერატივის და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ ვენახებში ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.

პროგრამა 6 მარტს დაიწყო და 21 მარტს დასრულდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.