სოფლის მეურნეობა
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია 5 მაისამდე გაგრძელდება
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ- გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცემა.
უწყების ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას მიიღებენ.

იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობას მიიღებს. ხოლო ჰყავთ არანაკლებ 2000 სული ცხვარი (ნერბი),თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობა გადაეცემათ.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები. მეცხვარეობის პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივებს ეძლევათ შესაძლებლობა აწარმოონ რძის პროდუქტები რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.


| Print |
FaceBook Twitter Google