სოფლის მეურნეობა
დედოფლისწყაროში 16 ჰექტარზე ნუშის ბაღი გაშენდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროელმა გურამ გონაშვილმა, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ჰექტარზე ნუშის ნერგები გააშენა.

გურამ გონაშვილი პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და ბაღისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 48,880 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კახეთის რეგიონში მრავალწლიანი კულტურის ხეხილის ბაღები სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული. ხოლო გაცემული თანხა - 4 212 696.22 ლარია.
ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით 3 017.57 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 14,5 მილიონ ლარს აღემატება.

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც
გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


| Print |
FaceBook Twitter Google