სოფლის მეურნეობა
თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ხორციელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტას“ შორის თანამშრომლობის მეომორანდუმი გაფორმდა.


აღნიშნული მემორანდუმი თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გავრცელება;  კონდიცირებული კარტოფილის
სათესლე მასალის წარმოება და სერტიფიცირება; თუშეთის მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება; თუშური ცხვრის პოპულაციის გაუმჯობესება და პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.

| Print |
FaceBook Twitter Google