სოფლის მეურნეობა
ლაგოდეხში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, ლაგოდეხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.


პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონით მოპირკეთდება მაგისტრალური არხის 500 მეტრიანი მონაკვეთი. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი.

სამუშოები, რომლის ღირებულებაც 100 000 ლარს შეადგენს 2017 წელს
დასრულდება.უწყების ინფორმაციით, 2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 41 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15 400 ჰექტრამდეა გაზრდილი.


| Print |
FaceBook Twitter Google