სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ალოობას დაესწრო
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის გუბერნატორი და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრნენ.შირაქის ველზე, სოფელ სამრეკლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ჰექტარზე ქერის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ 5 კომბაინი ახორციელებს.

„მარცვლოვანი კულტურების მოსავლის დაბინავება აქტიურ ფაზაში შედის. სრულად მობილიზებულია სახელმწიფო კომპანიის, შპს „მექანიზატორის“ თანამედროვე ტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, რომ მოსავლის აღებაში პრობლემები არ
შეექნათ და ორგანიზებულად შეძლონ მისი დაბინავება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წელს კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ დაგეგმილი აქვს დაახლოებით 30 000-დან 35 000-მდე ჰექტარზე თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 74 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, აქედან, გურჯაანის სერვისცენტრში - 45, ხოლო დედოფლისწყაროს სერვისცენტრში - 29 ერთეული.


| Print |
FaceBook Twitter Google