სოფლის მეურნეობა
დედოფლისწყაროში კალიის საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს
დედოფლისწყაროში საკარანტინო მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს.

უწყების ინფორმაციით, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 2 400 ჰექტარი. სააგენტოს სპეციალისტები წამლობას სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის გუბერნატორი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.


„ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ატარებს, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნარგავების დაცვას განადგურებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის გავრცელება. ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობა კი, პირდაპირ კავშირშია როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფასთან, ასევე, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.
| Print |
FaceBook Twitter Google