სოფლის მეურნეობა
კომპანია "FOOD CITY GEORGIA“ ყიტაანის ბაზრობაზე 2 000 ტონა ატამსა და ვაშლატამას შეისყიდის [R]
ხვალ, კომპანია "FOOD CITY GEORGIA“,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის ატმის ბაზრობაზე, 2 000 ტონა საექსპორტო ატამსა და ვაშლატამას შეიძენს. ვაშლატამას 70 თეთრად, ხოლო ატამს 80 თეთრად ჩაიბარებენ.
მანქანები ბაზრობაზე დილით, 7 საათიდან მივლენ.

კომპანია "FOOD CITY GEORGIA“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

კომპანიის საქმიანობის განმსაზღვრელი პროფილია ექსპორტი და რეალიზაცია საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. მისი დამფუძნებლები 1997 წლიდან ჩაბმულნი არიან ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტში.


| Print |
FaceBook Twitter Google