სოფლის მეურნეობა
საქართველოში ვაზის ჯიშების სელექციური პროგრამა დაიწყო.
საქართველოს ცნობილი შვეიცარიელი ვაზის სელექციონერი, ვალენტინ ბლატნერი ეწვია, რომელიც ქართველ მეცნიერებთან ერთად, ახალი სელექციური პროგრამის განხორციელებას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშებისა და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია მოხდება.
სოლარისისა და ბრონერის ჯიშებით სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით ქისის, მესხური ხარისთვალას, ქიშურისა და რქაწითელის ხელოვნური დამტვერვა უკვე მოხდა. ვალენტინ ბლატნერის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი, დაავადებებისადმი გამძლე ჯიშის გამოვლენაა, რომელსაც წელიწადში შეწამვლა მხოლოდ 2-3-ჯერ დასჭირდება.

მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა. აღნიშნული ტიპის სამუშაოები მალე მეხილეობაში, სხვადასხვა ხეხილოვან კულტურაზეც დაიწყება. პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული არიან აგარარული, ტექნიკური და კავკასიის საერთაშორისო უნივესიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.


| Print |
FaceBook Twitter Google