სოფლის მეურნეობა
დღეის მდგომარეობით კახეთში 6.6 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 6,6 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებულია.
აქედან, 2 000 ტონამდე რქაწითელი, 3 000 ტონამდე საფერავი, 461 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სააგენტოს ცნობითვე, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 4,9 მლნ ლარია მიღებული.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 98 ღვინის კომპანია., რომელთაგან ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე 34 ჩაერთო.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 2,8 ათასი ტონა, თელავი - 1,6 ათასი ტონა, სიღნაღი - 930 ტონა, გურჯაანი - 465 ტონა, დედოფლისწყარო - 540 ტონა, ახმეტა - 187 ტონა, საგარეჯო - 35 ტონა და ლაგოდეხი - 13 ტონა.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

| Print |
FaceBook Twitter Google