სოფლის მეურნეობა
კახეთში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
უწყების ინფორმაციით, აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს. მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 42,8 ათასი ტონა საფერავი, 2,85 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 3,8 ათასი ტონა შეადგინა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 30,3 ათასი ტონა, გურჯაანში - 26 ათასი ტონა, თელავში - 17,7 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,7 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,3 ათასი ტონა, ახმეტაში - 3 ათასი ტონა და საგარეჯოში - 2,8 ათასი ტონა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /