სოფლის მეურნეობა
"მიწების გაყიდვა უსისხლო ანექსიაა“- ირინა ფხოველიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უცხოელებზე მიწის გასხვისების მკვეთრად აკრძალვას არ ეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე მან გუშინ ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
-„იყიდება საქართველო“- ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. ამ უშინაარსო და პრანჭია ფრაზის ჩაწერით ჩვენ სოფლის მეურნეობას სირთულე შევუქმენით. ახლა უნდა ვიფიქროთ ამ მიღებული კონსტიტუციის პირობებში, რანაირად შევამციროთ ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ ამა თუ იმ სექტორს. ხელოვნურად მიწის ფასი დავაგდეთ, რადგან უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა. აი ეს უნდა იქნას კომპენსირებული რაღაც ფორმით.“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინა ფოხველშვილი.

„მან ძალიან არადამაჯერებლად განაცხადა, რომ თუ არ გაიყიდება მიწები, ეკონომიკა ჩამოიშლება. ეს არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია, რადგანაც ვთვლი, რომ ქვეყნის ტერიტორიების გაყიდვა, არის უსისხლო ანექსია. თუ ჩვენ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით, გადახედონ როგორ იცავენ ისინი თავიანთ ტერიტორიებს და რამდენად ძლიერი შეზღუდვებია იქ.
გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებით გაბრაზებულმა და გულნატკენმა საკმაოდ მწარე სტატუსი სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნე. სწორედ პრეზიდენტის ინტერესებში უნდა შედიოდეს ქვეყნის ტერიტორიების დაცვა. ქვეყანას რომელსაც, დაუცველი საზღვარი აქვს, არ უნდა იყოს მომართული მიწების გაყიდვაზე. ვერცერთმა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ანგარიში, თუ რამდენი ეკონომიკური სარგებელი მიიღო ქვეყანამ მიწების გასხვისებით. ის ვინც „უსისხლო ანექსიას“ უწყობს ხელს, ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც პრეზიდენტი.“- აღნიშნა მან  speqtri.ge-სთან.

ირინა ფხოველიშვილის თქმითვე, ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს, მნიშვნელოვნად მაინც არაფერს ცვლის.

„წნორში და ვაქირში, რამდენიმე გლეხი ხნავდა მიწას. იცოდნენ, რომ ეს ადგილი იჯარით მათ სარგებლობაში იყო, მაგრამ დღეს, როდესაც მივიდნენ, იქ უკვე დახვდათ წარწერა, რომ მიწა ვიღაც უცხოურ კომპანიას ეკუთვნის. ოფიციალურად არ არსებობს ინფორმაცია, რამდენი ჰექტარია გასხვისებული. რამდენჯერმე მივმართეთ პრეზიდენტს, შევხვედრილიყავით და გვესაუბრა ამ საკითხებზე.
გუშინ მხოლოდ ფერმერთა ასოციციაციის მიერ შერჩეულ ადამიანებს შეხვდა. სამწუხაროდ, მან ჩვენთვის ვერ მოიცალა. როგორც ვხედავთ, კონსტიტუციაში ჩანაწერი არ ნიშნავს საქმის დამთავრებას. მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, რომ ქართული მიწები გაიყიდოს. ჩვენ ვიბრძლებთ იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს. თუ საჭირო გახდება, დავიწყებთ იმ ადამიანების მხილებას, ვინც ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად ხელს უწყობს მიწების გასხვისებას.

უნდა გაძლიერდეს სოფელი, მიხედონ გადამამუშავებელ საწარმოებს, მრეწველობას, გლეხს არ უნდა ჰქონდეს იმაზე ფიქრის დრო, სად მოახდინოს პროდუქტის რეალიზაცია. ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იმუშაოს მთელმა სამთავრობო გუნდმა და არა იმაზე, რა ცვლილება შეიტანონ ორგანულ კანონში ისეთი, რომ მიწა ვიღაცას მიჰყიდონ“- ამბობს ირინა ფხოველიშვილი.

უნდა გასხვისდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე- speqtri.ge-მ ამ კითხვით გურჯაანში მოქალაქეები შემთხვევითი შეჩევის პრინციპით გამოკითხა. იხილეთ გამოკითხვის შედეგები:

ხათუნა ბაბუხაძე- ვფიქრობ, არ უნდა გასხვისდეს. უმჯობესი იქნება ქართველის მფლობელობაში იყოს. მაგრამ, ბევრი იმიტომ ჰყიდის მიწას, თვითონ არ შეუძლია დამუშავება.

ელისო დოლენჯაშვილი- ჩემი აზრით არ უნდა გასხვისდეს.

ელგუჯა პიტიურიშვილი- არ უნდა გაიყიდოს, ჯერ ისედაც რა ტერიტორია გვაქვს და ახლა ეგეც გავყიდოთ?!

ნანა ზირაქაშვილი- ამას კითხვა უნდა? არ უნდა გასხვისდეს.

მარიამ ხანდამაშვილი- ჩვენი ქვეყნის მიწები სხვის ხელში არ უნდა ჩავარდეს. ვეწინააღმდეგები უცხოელებზე გაყიდვას.

ლერი მანიჟაშვილი- არ უნდა გასხვისდეს, ყველაფერს თუ გავყიდით ჩვენს მომავალ თაობას რაღა დარჩება?! მაგრამ ზოგს ისე უჭირს,ამას ყურადღებას აღარ აქცევს და ჰყიდის.






Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები მიწა /
ამავე კატეგორიაში
სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“
ახორციელებს.
სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
14:33 / 17.11.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი
კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთ ღონისძიებაზე იყო
წარდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.
15:28 / 15.11.2017
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს "მექანიზატორის" ტექნიკა საშემოდგომო თესვის სამუშაოებს ახორციელებს.
15:02 / 01.11.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.
11:10 / 27.09.2017
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ქართული ღვინით
დაინტერესებული ჟურნალისტები, ტურის ფარგლებში,  კახეთში ღვინის
მარნებსა და კომპანიებს ეწვივნენ.
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ქართული ღვინით დაინტერესებული ჟურნალისტები, ტურის ფარგლებში,  კახეთში ღვინის მარნებსა და კომპანიებს ეწვივნენ.
12:56 / 21.09.2017
სხვა ამბები
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
11:41 / 11-11-2017
2018 წლიდან საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება. -ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა.
13:23 / 10-11-2017
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.
17:00 / 07-11-2017
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
16:17 / 07-11-2017
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
18:16 / 31-10-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2017 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.