სოფლის მეურნეობა
კახეთში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს "მექანიზატორის" ტექნიკა საშემოდგომო თესვის სამუშაოებს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2 200 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დათესილია შემდეგი კულტურები- ხორბალი და ქერი.

უწყებაში ამბობენ, რომ საშემოდგომო თესვის სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 95 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.  საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სამუშაო პროცესში სრულად ჩაერთვება.


| Print |
FaceBook Twitter Google