სოფლის მეურნეობა
ძველ ანაგაში წყლის სატუმბი სადგური შენდება
სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა. დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუარი. სამუშაოები ითვალისწინებს სატუმბი ტერიტორიის შემოღობვას. ჩატარდება სატუმბი სადგურის ელექტროენერგიით უზრულველსაყოფი ღონისძიებები.

განხორციელებული პროექტის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.  პროექტის ღირებულება 2 413 700 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება

| Print |
FaceBook Twitter Google