სოფლის მეურნეობა
ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსის ჯილდო დაიმსახურა
შვიდმა სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

„ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული;
„ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;
„ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი;
„ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული;
„ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;
„ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი;
„ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათსაზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.


| Print |
FaceBook Twitter Google