სოფლის მეურნეობა
ლონდონში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ქვევრის ღვინო წარადგინეს
ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში წელს წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ბაბანეურის მარანი“, „ნათენაძის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ეთნო“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „მეღვინეობა ტიბაანი“. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
საქართველო ,,RAW WINE”-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google