სოფლის მეურნეობა
თერთმეტმა ქართულმა ღვინომ პოლონეთში უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS - 2018“ ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები - 2 ტროფი და 9 ოქროს მედალი მოიპოვა.

კონკურსზე სულ ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 18 სახეობის ქართული ღვინო იყო წარდგენილი. უმაღლესი შეფასება მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა:
ტროფი (Grand Gold)
კახური წარჩინებული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“
ალავერდი ტრადიციული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“
ოქრო (Gold)
საფერავი რეზერვი, 2010 წ. - კომპანია „ბადაგონი“
კახური წარჩინებული, თეთრი, 2014 წ. - კომპანია „ბადაგონი“
საფერავი 2016 წ. - „ვაზიანი კომპანი“
მწვანე 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“
ქისი 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“
საფერავი 2017 წ. - კომპანია „ასადელი“
რქაწითელი ქვევრი, 2017 - კომპანია „ასადელი“
წინანდალი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“
საფერავი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“

კონკურსზე, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება, სულ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 10 ქვეყნის 400-მდე სახეობის ღვინო. კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.



| Print |
FaceBook Twitter Google