სოფლის მეურნეობა
იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიის ქალაქ უცუნომიაში (ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი) ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ღონისძიებას 50-მდე სტუმარი დაესწრო: დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.
სემინარზე წარმოდგენილი იყო 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „შატო მუხრანი“ - რქაწითელი, „თელედა/ორგო“ - რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული“ - მწვანე, „შალაური“ - მწვანე“, „შალაური“ - საფერავი“ და „შუმი/ხაზი იბერიული“ - მუკუზანი. სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო.

ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის თქმით, იაპონელ მომხმარებელს საშუალება მიეცა დააგემოვნებინა უნიკალური სტილის ქართული ღვინოები, რომლებიც განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან ხასიათით, მრავალფეროვნებით და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდებით. მისივე თქმით, სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა ბრენდმა და წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა და სტუმართაგან 14-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული ღვინო საკუთარი გაყიდვების სიას დაამატოს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 98 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 186%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს, ვინაიდან
სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება აღარ არსებობს, – ამის შესახებ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა
განაცხადა.
სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს, ვინაიდან სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება აღარ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
16:13 / 26.07.2018
წელს კახეთში რთველი დროზე ადრე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით
ყურძნის მცირე მოსავალსაც ელოდებიან, მიზეზი კი სხვადასხვა
დაავადებაა, რომელიც კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.
წელს კახეთში რთველი დროზე ადრე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით ყურძნის მცირე მოსავალსაც ელოდებიან, მიზეზი კი სხვადასხვა დაავადებაა, რომელიც კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.
14:32 / 19.07.2018
საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა
კერესელიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით კახეთიდან ექსპორტზე
800 ტონამდე ატამია გატანილი.
საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით კახეთიდან ექსპორტზე 800 ტონამდე ატამია გატანილი.
18:19 / 27.06.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები
აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს
ატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.
14:29 / 11.06.2018
ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, ქართული
ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება.
ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება.
11:54 / 06.06.2018
სხვა ამბები
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია რინგი“ გაიმართა.
12:28 / 17-08-2018
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.