სოფლის მეურნეობა
იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიის ქალაქ უცუნომიაში (ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი) ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ღონისძიებას 50-მდე სტუმარი დაესწრო: დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.
სემინარზე წარმოდგენილი იყო 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „შატო მუხრანი“ - რქაწითელი, „თელედა/ორგო“ - რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული“ - მწვანე, „შალაური“ - მწვანე“, „შალაური“ - საფერავი“ და „შუმი/ხაზი იბერიული“ - მუკუზანი. სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო.

ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის თქმით, იაპონელ მომხმარებელს საშუალება მიეცა დააგემოვნებინა უნიკალური სტილის ქართული ღვინოები, რომლებიც განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან ხასიათით, მრავალფეროვნებით და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდებით. მისივე თქმით, სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა ბრენდმა და წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა და სტუმართაგან 14-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული ღვინო საკუთარი გაყიდვების სიას დაამატოს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 98 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 186%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

| Print |
FaceBook Twitter Google