სოფლის მეურნეობა
კახეთში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.

წამლობითი სამუშაოები კახეთში და ქვემო ქართლში მიმდინარეობს. ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით იწამლება. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში უკვე 1000 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიებისა და კუტკალიების წინააღმდეგ 2015 წელს 33 427 ჰექტარი, 2016 წელს - 23 615 ჰექტარი, 2017 წელს -15 107.8 ჰექტარი დამუშავდა.მავნებლის იდენტიფიცირებისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგების მიხედვითაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებების არეალი.
ყოველწლიურად ტარდება ასევე რეგიონული ტრანსსასაზღვრო კვლევები აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით. იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს
| Print |
FaceBook Twitter Google