სოფლის მეურნეობა
ბრიტანელი ღვინის იმპორტიორები კახეთში ქართულ ღვინის კომპანიებს ეცნობიან
საქართველოში სტუმრად ბრიტანელი ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები იმყოფებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group“-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები კახეთში, ქართლსა და იმერეთში ქართული ღვინის მწარმოებელ შემდეგ კომპანიებს ეცნობიან: “ვარციხის მარანი”, “მეღვინეობა ხარება”, „გიორგი ნათენაძის მარანი”, “იაგოს მეღვინეობა”, “მეღვინეობა სთორი“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“, „მათრობელა ვაინსი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS“, „გიუაანი“ და „მეღვინეობა ლუკასი“.  ასევე  ესტუმრნენ მეთუნე ზაზა კბილაშვილს, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში გაეცნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია „Swirl Wine Group“-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. უწყების ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად
საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა.
ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა.
11:24 / 04.10.2018
გურჯაანში, დუგლაძეების ღვინის ქარხანასთან მევენახეების ნაწილს

ლოდინი მთელი ღამე მოუწია, მაგრამ ზოგიერთმა მოსავლის ჩაბარება ამ
დრომდე მაინც ვერ შეძლო.

გურჯაანში, დუგლაძეების ღვინის ქარხანასთან მევენახეების ნაწილს ლოდინი მთელი ღამე მოუწია, მაგრამ ზოგიერთმა მოსავლის ჩაბარება ამ დრომდე მაინც ვერ შეძლო.

13:08 / 27.09.2018
მევენახეები, რომლებმაც მთელი ღამე ყურძნის ჩაბარების მოლოდინში
გაათენეს, საკოორდინაციო შტაბს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მევენახეები, რომლებმაც მთელი ღამე ყურძნის ჩაბარების მოლოდინში გაათენეს, საკოორდინაციო შტაბს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
10:49 / 27.09.2018
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში,
სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.
11:54 / 25.09.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის
გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
15:56 / 24.09.2018
სხვა ამბები
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.
15:47 / 19-10-2018
ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
15:43 / 19-10-2018
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
10:32 / 18-10-2018
სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
10:20 / 18-10-2018
დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.
16:37 / 17-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.