სოფლის მეურნეობა
ამერიკელი სომელიეები ქართლსა და კახეთს სტუმრობენ
ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა.

ლიზა გრანიკი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელია. ტურის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ღვინის მწარმოებელ 20-მდე კომპანიასა და მარანს ეწვევიან.ერთ-ერთი დღე ქვემო ქართლს დაეთმო, რომელიც საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ამ მხარეში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც დღეისთვის ქვევრში ღვინოს 25 მცირე ღვინის მარანი აწარმოებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნური ღვინო არაერთ გამოფენა-დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლნისში სტუმრები რამდენიმე მწარმოებლის ღვინოებს გაეცნენ. ღვინის მაგისტრზე და სომელიეებზე რეგიონის ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ლიზა გრანიკის შეფასებით, ბოლნისში წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია რქაწითელი და თავკვერი.
მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან გავლენიანი სომელიეები აშშ-დან, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორნებთან თანამშრომლობენ. ბოლნისელი მეღვინეების შეფასებით, ღვინის პროფესიონალების ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი ღვინოების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.


| Print |
FaceBook Twitter Google