სოფლის მეურნეობა
ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება
ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება,რომლის ორგანიზატორი საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭოა.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს“ და „ქართულიღვინის დეგუსტაციებს“. დასკვნითი ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია,რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას, წარმომადგენლობით სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს სტრატეგიისა დასაერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გაიმართება. მასში მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ.

„ქართული ღვინის ფორუმს“ ესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. ნოდარ კერესელიძის შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები.

.საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის აშშ-ში, დავით ბაქრაძის თქმით,   მსგავსი ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ელჩის განცხადებით, სწორედ ქართული ღვინის მიმართ მზარდ ინტერესზე მიანიშნებს „ქართული ღვინის ფორუმის“ პირველი ღონისძიება „საფერავის ფესტივალი“, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო, რომელთა უმრავლესობას სწორედ ღვინის პროფესიონალები წარმოადგენდნენ
| Print |
FaceBook Twitter Google