სოფლის მეურნეობა
გურჯაანის აგრარულ ბაზარში დღეს მხოლოდ ხორცი იყიდება
დღეიდან გურჯაანის აგრარულ ბაზარში ბოსტნეული აღარ გაიყიდება. როგორც „გლეხური ბაზრის“ დირექტორი ლამარა აკოფაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს. მოვაჭრეების ნაწილმა პროდუქტი უკვე წაიღო.

„ნაწილმა პროდუქტი უკვე წაიღო, ზოგსაც ახლა მიაქვს. დღეს მიმდინარეობს მხოლოდ ხორცის გაყიდვა. მყიდველიც ბევრია. რადგან არ ვიცოდით, რომ ბაზარი უნდა დახურულიყო, მოვაჭრეებმა გუშინ დაკლეს საქონელი და დღეს მხოლოდ ხორცის გაყიდვის ნებართვა გვაქვს, ხვალიდან ჩვენს ბაზარში ვაჭრობა აღარ იქნება.“

მოვაჭრეები იმის გამო წუხან, რომ არ იციან, სად წაიღთონ ის მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც წინა დღეს მოიმარაგეს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა დაკეტვის თაობაზე მითითება გუშინ მიიღო. ხელმძღვანელობისთვის უცნობია, რა დრომდე გაგრძელდება ეს აკრძალვა.
| Print |
FaceBook Twitter Google