სოფლის მეურნეობა
წნორის აგრარული ბაზარი ხვალიდან გაიხსნება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე ღია აგრარული ბაზარი ხვალ, 4 მაისიდან მუშაობას განაახლებს. სიღნაღის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბაზარი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს.

„ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს:
ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია.
  • ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანის შესვლისათვის მათი რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.
  • აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა.
  • მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;
  • მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება ტემპერატურის გაზომვით.
აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია:
  • უზრუნველყონ მომხარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე;
  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
მომხმარებლის/მყიდველის ვალდებულებები:
  • მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.
  • დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა;
  • აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით.“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში ფუნქციონირება უკვე დაიწყო თელავის ბაზარმა. თუმცა, ამ დრომდე კვლავ დახურულია გურჯაანისა და იორმუღანლოს ბაზრები.

| Print |
FaceBook Twitter Google