სოფლის მეურნეობა
კახეთში ერთი აგრარული და ორი საბითუმო ბაზარი ფუნქციონირებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 6 მაისის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 1 აგრარული ბაზარი თელავში და 2 საბითუმო ბაზარი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში. სავაჭრო ობიექტებში თერმოსკრინინგი და დაცულია უსაფრთხოების სხვა ზომები.

„ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას. ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას,“ - აღნიშნავენ სააგენტოში.

დაანონენსებული იყო, რომ 5 მაისს უნდა გახსნილიყო წნორის ბაზარიც, თუმცა ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს.  კახეთის რეგიონში აგრარული ბაზრები, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით 5 აპრილიდან დაიხურა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს დანარჩენი ბაზრები მუშაობის განახლებას.


| Print |
FaceBook Twitter Google