სოფლის მეურნეობა
ფერმერები აგროდიზელს 1 ლარით იაფად შეიძენენ
როგორც დღეს საქართველოს პრემისერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმისწარდგენისას განაცხადა, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ იაფი აგროსაწვავით.


„ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ კრიზისში, წელს, არამედ მომავალი წლებისთვისაც.  გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, - განაცხადა გახარიამ.


პრემიერის განცხადებით, ფერმერები ასევე ისარგებლებენ სუბსიდიით, რომელიც ერთ ჰექტარზე 200 ლარით განისაზღვრება.


| Print |
FaceBook Twitter Google