სოფლის მეურნეობა
ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი ფერმერებს შეხვდნენ და სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს გააცნეს მთავრობის ანტი- კრიზისული გეგმა “ზრუნვა ფერმერსა და სოფელზე" და მათგან საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.

„კახეთში ინტენსიურად მიმნდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. სოფლის მეურნეობის ანტი-კრიზისულ პროგრმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ახალი, ძალიან მძლავრი სტიმული კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ამ პროგრამით ისარგებლებს არამარტო მსხვილი ფერმერი და მევენახე, არამედ უამრავი საშუალო და წვრილი ფერმერი. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა სექტორია მოცული და ყველა ფერმერის ინტერესია ჩადებულის ამ ახალ ატნტიკრიზისულ პროგრამაში. მიუხედავად იმ კრიზისია, რომელიც კორონავირუსის გამოა შექმნილი მთელ მსოფლიოში, ამ ახალმა გეგმამ ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველი მისცა ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეალურად შრომობს მიწაზე.“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


ფერმერების თქმით, მთავრობის მხრიდან ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„საწვავი ძვირი ღირს, როდესაც ნაკვეთების დამუშავება ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთი ლარის შეღავათი. იაფი კრედიტი, რაზეც აქ იყო საუბარი, პირდაპირ ნაჩუქარი ფულია ფერმეფერებისთვის, რადგან ფაქტობრივად პროცენტს არ გადავიხდით. ჩვენს პატარა მეურნეობას სჭირდება ახალი ტექნიკა, 50%-იანი გრანტის მიღება, რომელსაც ტექნიკის შეძენაში გვათავზობენ, ძალიან დიდი სტიმულია, მოლოდინს გადააჭარბა,“ - აღნიშნა ფერმერმა, ავათანდილ მარაქველიძემ.

ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 42 000 ფერმერი 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ასევე ფერმერები 1 ჰექტარზე მიიღებენ 150 ლიტრ დიზელის საწვავს, საბაზრო ღირბეულებაზე 1 ლარით იაფად.
ისარგებლებენ სუბსიდიით, რომელიც ერთ ჰექტარზე 200 ლარით განისაზღვრება.

ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის ფერმერს მიწა უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. თუმცა, ვისაც არ აქვს რეგისტრირებული, ხელისუფლება მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბოლომდე მოაგვარონ ეს საკთხი, რომ პროგრამაში ჩართვა შეძლონ.


| Print |
FaceBook Twitter Google