სოფლის მეურნეობა
კახეთში 30 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.


„ატმის მოსავლის დაბინავება ინტენსიურ ფაზაში შევიდა. ძირითადად გადის სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, მოლდოვაში იმ ტრადიციულ ბაზრებზე სადაც აქამდეც იყიდებოდა. სეზონი ახლა შედის აქტიურ ფაზაში. წელს დაახლოებით 30 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. საექსპორტოდაც ვხედავთ, რომ მყარი მოთხოვნაა და რეალიზებას პრობლემა არ შეექმნება. დღეში დაახლოებით 500 ტრაილერი შემოგვყავს.“

ატმის რეალიზაციით კმაყოფილია ფერმერი ინგა ჯოხაძე.
„სამ ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ვაშლატამა, არაჩვეულებრივი მოსავალი მივიღეთ, დაახლოებით 30 ტონამდე ველოდებით. ასეთი კარგი რთვლი უკვე გარკვეული წლებია არ გვქონია. რეალიზაცია არანაირად არ გვიჭირს. უმაღლეს დონეზეა ყველაფერი ორგანიზებული. იმედია, მომავალ წლებშიც ასე გაგრძელდება და გლეხის შრომა დაფასდება. “

ლევან დავითაშვილის თქმით, დღეისთვის უკვე ექსპორტირებულია 3 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა.


| Print |
FaceBook Twitter Google