სოფლის მეურნეობა
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.

„სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს, მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ
სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს
შეხვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
12:01 / 30.07.2020
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან
დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას
ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.
12:47 / 08.07.2020
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ
ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა და ატმის რელიზაციის პროცესს
ადგილზე გაეცნო.
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა და ატმის რელიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
12:44 / 08.07.2020
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე
მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
17:19 / 02.07.2020
სხვა ამბები
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03-07-2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
USD
USD
1
3.0719
GBP
GBP
1
4.0008
TRY
TRY
1
0.4402
RUB
RUB
100
4.1678
ამინდი
გურჯაანი 18 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 24 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 27 °C
img
თელავი 18 / 26 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.