სოფლის მეურნეობა
ლაგოდეხში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის- „ მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სპეციალიზებული ტექნიკით, დამუშავდება ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორია, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.

„მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები. „მდელოს ფარვანა“ მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. “

როგორც სააგენტოში განმარტავენ, „მდელოს ფარვანა“ პოლიფაგი მწერია , რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეს და სასოფლო -სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს.
| Print |
FaceBook Twitter Google