სოფლის მეურნეობა
ბოლო მონაცემებით კახეთში 48 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

აქედან: 36 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. უწყების ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია.

| Print |
FaceBook Twitter Google