სოფლის მეურნეობა
საქართველოდან 3, 430 ტონა თხილია ექსპორტირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოდან 3, 430 ტონა თხილია ექსპორტირებული.

„ წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული. სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.“ - აღნიშნავენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.
კერძოდ, გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, პოლონეთში , ლიეტუვაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ესტონეთსა და ლატვიაში.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი , რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი , ბრაზილია, მექსიკა და დიდი ბრიტანეთი.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ექსპორტი / თხილი /