სოფლის მეურნეობა
"ჩალამოტი“ - სოფელ ჩალაუბანში წარმოებული ღვინო ფრანგულ ბაზარზე გაიყიდება
"ჩალამოტი" - ასე ჰქვია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში წარმოებულ ღვინოს, რომელიც სულ მალე საფრანგეთის ბაზარზე გაიყიდება.
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც მათიაშვილების ოჯახმა მარანი გააკეთა, სოფლის ძველი სახელი „ჩალამოტი" გააცოცხლა და რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინო ჩამოასხა. თუმცა, მანამდე იყო ფინანსების მოძიების, მშენებლობისა და იდეის განხორციელების ხანგრძლივი პროცესი.

მარნის გახნის, მომავალი გეგმებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ირინე ხუციშვილი გვესაუბრა.

-„ჩალამოტი“ გახლდათ ჩალაუბანის შუა საუკენეებისდროინდელი სახელი და გვინდოდა ამით პატივი გვეცა ჩვენი სოფლისთვის. ყველამ გაიგოს, რომ ჩალაუბანი უძველესი სოფელია საქართველოში და თან -უმაღლესი ხარისხის ღვინოების სამშობლო. იდეა კარგა ხანი არსებობდა, მაგრამ 2018 წლამდე ფინანსების გამო თავი ვერ მოვაბით. ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო 90-იანებში, როცა ქვეყანა აირია და კოლექტივები დაიშალა. ამ დროს შესაძლებელი გახდა მიწისა და ვენახების ჯერ იჯარით, შემდეგ კი კერძო საკუთრებაში აღება. ჩემი მეუღლის ძმა, გიორგი მათიაშვილი თბილისიდან ჩალაუბანში დაბრუნდა და ოჯახურ მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო მევენახეებისთვის , წამლები არ იშოვებოდა, ტექნიკა აღარ ვარგოდა, ყურძენს ფასი არ ჰქონდა. მაშინ გაუჩნდათ სურვილი, რომ გაეკეთებინათ ოჯახური მარანი და თვითონვე ეწარმოებინათ ღვინო. 2016 წელს მეწარმეთა დახმარების პროექტის შესახებ გავიგეთ და განაცხადიც გავაკეთეთ. ძალიან გაგვიხარდა როცა "ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის" პროგრამიდან მივიღეთ მეორე ეტაპზე გადასვლის შეტყობინება, მათივე ხელშეწყობით გავაკეთეთ ბიზნეს გეგმა და მოვიპოვეთ ნაწილობრივი დაფინანსება, დანარჩენზე მივმართეთ საბანკო სექტორს და ავიღეთ სესხი, რითაც სრულად დავაფინანსეთ ქარხნის მშენებლობა,“ - გვიყვება ირინე.

ამ დროისთვის ღვინოს ოჯახის მიერ მოყვანილი ყურძნისგან ამზადებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, მზარდი რეალიზაციის შემთხვევაში მოსავალი სხვა მევენახეებისგანაც ჩაიბარონ.

როგორც ყველას და ყველაფერს მსოფლიოში, პანდემიამ პრობლემები მარნის მეპატრონეებსაც შეუქმნათ, თუმცა საფრანგეთში, ღვინის ექსპორტზე გატანა მაინც მოახერხეს.

-„ამ ეტაპზე ფრანგულ ბაზარზე გავაგზავნეთ მცირე რაოდენობის პარტია, სულ 690 ბოთლი, აქედან 460 ბოთლი საფერავი და 230 - რქაწითელი. მოწონების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ექსპორტის რაოდენობა გაიზრდება. ბოთლები უკვე ადგილზეა და მალე ჩაეშვება გაყიდვაში. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივა. საფრანგეთში წარმატება ბევრად გააადვილებს ამ და სხვა ქვეყანის ბაზრებზე შესვლას და ფეხის მოკიდებას,“- ამბობს ირინე.
მარნის მეპატრონეების თქმით, ეს დარგი წარმატების მომტანია, მთავარია, ხარისხიანი ღვინო აწარმოო.
-„მომგებიანი ალბათ ყველა შემთხვევაში იქნება, მთავარია, კარგი ხარისხის ღვინო დააყენო. ეს ისეთი პროდუქტია, მალევე რომც ვერ გაყიდო, არათუ გაფუჭდება და იზარალებ, არამედ პირიქით, თუ საჭირო პროცედურებს დაიცავთ, წლებთან ერთად ხარისხიც ემატება და უფრო მომგებიანად გაიყიდება. ოჯახში, კარგი ღვინო, ზომიერად ყველას გვიყვარს. თან რომ ვიცით ჩვენს მარანშია დაყენებული და ღვინის მოყვარულთა მაღალ შეფასებას იმსახურებს, გვსიამოვნებს. ვამაყობთ, რომ შრომა, რომელიც ღვინის ვენახიდან ბოთლამდე მიყვანას სჭირდება, ფუჭი არ არის და გვიფასდება ,”.

მარანში საჭირო საქმიანობას ოჯახის წევრები თავად ართმევენ თავს, თუმცა როცა სამუშაო ბევრია, რამდენიმე ადგილობრივსაც ასაქმებენ. სამუშაო ადგილების შექმნა, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საფრანგეთის გარდა, მარნის მეპატრონეები, მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნის ბაზრებთანაც აწარმოებენ. შესაძლოა, გურჯაანის ერთ პატარა სოფელში წარმოებული ღვინო ჰოლანდიის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ბაზარზეც აღმოჩნდეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა და გურჯაანის მერიას შორის
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს
დეგრადირებული საძოვრების აღდგენს, ასევე მეცხოველეობის განვითარებას
სოფელ მელაანსა და ნანიანში.
კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა და გურჯაანის მერიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს დეგრადირებული საძოვრების აღდგენს, ასევე მეცხოველეობის განვითარებას სოფელ მელაანსა და ნანიანში.
16:27 / 24.11.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან
დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან, რთველის 2020-ის
ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაღებული, რომ მევენახე
ფერმერებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შექმნოდათ და მათ
ხარჯების დაფარვისა და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა
მისცემოდათ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან, რთველის 2020-ის ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაღებული, რომ მევენახე ფერმერებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შექმნოდათ და მათ ხარჯების დაფარვისა და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ.
15:22 / 29.10.2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლადრეაბილიტირებული
საკვირაო ბაზარი გაიხსნა. პროცესს კახეთის მხარის სახელმწიფო
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლადრეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა. პროცესს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
20:45 / 25.10.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი. აქედან: 146 ათასი ტონა
რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე და
დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი. აქედან: 146 ათასი ტონა რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
11:16 / 30.09.2020
სამართალი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ერთი პირი დააკავეს.
11:01 / 12-01-2021
პროკურატურამ, მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.
11:02 / 26-12-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.
10:27 / 26-12-2020
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე ახალი მინისტადიონის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის 70 ათას ლარამდე დაიხარჯება.
13:46 / 18-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება.
11:54 / 16-12-2020
სხვა ამბები
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა, ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციის თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 20 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ. 
12:04 / 12-01-2021
არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
12:53 / 22-12-2020
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება.
12:29 / 22-12-2020
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ახალი შინაარსის მუხლის ასახვა იგეგმება. რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
16:03 / 21-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ახალი დირექტორების დასანიშნად განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.
16:27 / 09-12-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
16:56 / 25-01-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0228
USD
USD
1
3.3044
GBP
GBP
1
4.5138
TRY
TRY
1
0.4465
RUB
RUB
100
4.4121
ამინდი
გურჯაანი -2 / 10 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო -4 / 2 °C
img
სიღნაღი -3 / 3 °C
img
ლაგოდეხი -3 / 3 °C
img
ყვარელი -2 / 10 °C
img
თელავი 2 / 9 °C
img
ახმეტა 1 / 9 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.