სოფლის მეურნეობა
პანდემიის პირობებში კახეთში რეკორდული რაოდენობის - 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და 25 ათასამდე მევენახემ მოსავალი სრულად დააბინავა [R]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან, რთველის 2020-ის ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაღებული, რომ მევენახე ფერმერებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შექმნოდათ და მათ ხარჯების დაფარვისა და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ.

„სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა მინიმალური გარანტიები, რომ მათ თავისი მოსავალიდაებინავებინათ.რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიო. მხოლოდ კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა“ - განაცხადა მინისტრმა რთველის შეფასებისას.

ლევან დავითაშვილმა რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, შედარება გააკეთა მსოფლიო პანდემიის ფონზე დაფიქსირებული ყურძნის სარეალიზაციო ფასებთან მიმართებაში.
„რთველი 2020-ის პროცესში, ყურძნის ფასების თემაზე ხშირად იყო სპეკულირება. სამწუხაროა, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული.საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი, ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე რქაწითელზე, განისაზღვრა 80 თეთრით. ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სუბსიდრების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ თუ ისინი მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანიაზე წნეხი უფრო დიდი იქნებოდა.ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს მინიმალური გარანტია, რომ მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ.რაც შეეხება საფერავს, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული იყო 1 კგ-ს ფასი მუნიმუმ 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა.
აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშები 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ გადავიყვანთ რქაწითელის ფასს ევროცენტებში, ის შეადგენდა 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. ასევე მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკირფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი.ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რამე დააკლდა რთველის პროცესს და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

...
2020 წელს, საქართველოს მასშტაბით, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდული - 280-300 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული ექსპორტისა და შიდა ბაზარზე ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, დარგს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებდა.
სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იყო მევენახეები არსებული გამოწვევის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყვნენ,მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩენოდათ, ხოლო ღვინის ინდუსტრიას შესაძლებლობა ჰქონოდა ყურძენი მიეღო, გადაემუშავებინა და ბოლო წლების სტაბილური განვითარების დადებითი დინამიკა არ შეჩერებულიყო.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიის მიღებას ექვემდებარება ის ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანია იღებს სუბსიდიას: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარს. სუბსიდიის მიღების პროცესი უკვე მიმდინარეობს. კომპანიებს განაცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.

გარდა ამისა, რთველი 2020-ის მიმდინარეობის პერიოდში, სახელმწიფო სრულად მობილიზებული იყო, რათა კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ერთი კილოგრამი ყურძენიც კი არ დარჩენილიყო დაუბინავებელი და ჭარბი მოსავალი თავად შეესყიდა ისე, რომ კონკურენციაში არ შესულიყო კერძო ღვინის კომპანიებთან.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 21 აგვისტოდან რთველის დასრულებამდე, 20 ოქტომბრამდე ქალაქ თელავში24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებდა რთველის საკოორდინაციო შტაბი.

შედეგად:
• კახეთის რეგიონი რთველის სტატისტიკა
რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონითაღემატება და ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარებით.
ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
2020 წელს, მევენახე ფერმერების შემოსავალმა მხოლოდ კახეთში300 მლნ ლარს მიაღწია.
ყურძნის მთლიანი მოცულობიდან გადამუშავებულია:
• 175 ათასი ტონა რქაწითელი;
• 80 ათასი ტონა საფერავი;
• 5 ათასი ტონა კახური მწვანე;
• დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთის რეგიონში, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდაგურჯაანის მუნიციპალიტეტში - 76,5 ათასი ტონა, ყვარელში - 63,5 ათასი ტონა, თელავში - 45 ათასი ტონა, საგარეჯოში- 27,5 ათასი ტონა, სიღნაღში - 21 ათასი ტონა, ლაგოდეხში- 16 ათასი ტონა, ახმეტაში- 12,5 ათასი ტონა. ხოლოდედოფლისწყაროში - 7,5 ათასი ტონა.

რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 14 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყურძნის მიღების პროცესშიჯამში 220 საწარმო იყო ჩართული.
პიკის პერიოდში, ყოველდღიურად, მოსახლეობისგან ყურძენს 100-მდე საწარმო იღებდა, რაც მოსავლის დროულად დაბინავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელი რიგების დროს, ყურძნით დატვირთულ მანქანას დროულად შესძლებოდა მოსავლის დაბინავება.
რთველი 2020-ის ფარგლებში, შეუფერხებლად დაბინავდა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 4 ათასამდე ჰექატრ ფართობზე სეტყვით დაზიანებული ყურძენი.
რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხდებოდა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი /
ამავე კატეგორიაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლადრეაბილიტირებული
საკვირაო ბაზარი გაიხსნა. პროცესს კახეთის მხარის სახელმწიფო
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლადრეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა. პროცესს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
20:45 / 25.10.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი. აქედან: 146 ათასი ტონა
რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე და
დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი. აქედან: 146 ათასი ტონა რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
11:16 / 30.09.2020
"ჩალამოტი" - ასე ჰქვია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში წარმოებულ ღვინოს, რომელიც სულ მალე საფრანგეთის ბაზარზე გაიყიდება.
15:34 / 23.09.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 145 ათასი ტონა ყურძენი: 108 ათასი
ტონა რქაწითელი, 31 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათასი ტონა კახური
მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 145 ათასი ტონა ყურძენი: 108 ათასი ტონა რქაწითელი, 31 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
12:10 / 23.09.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:07 / 19-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9215
USD
USD
1
3.3073
GBP
GBP
1
4.3918
TRY
TRY
1
0.4359
RUB
RUB
100
4.3481
ამინდი
გურჯაანი -1 / 7 °C
img
საგარეჯო 1 / 5 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 5 °C
img
ლაგოდეხი -2 / 5 °C
img
ყვარელი -1 / 7 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 6 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.