სოფლის მეურნეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დეგრადირებული საძოვრების აღდგენა დაიწყება
კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა და გურჯაანის მერიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს დეგრადირებული საძოვრების აღდგენს, ასევე მეცხოველეობის განვითარებას სოფელ მელაანსა და ნანიანში.

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნინო ჩიქოვანის განმარტებით, პროექტი სამწლიანია. საველე სამუშაოები 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყება.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა შედგა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საძოვრების პოლიტიკის მართვის შემუშავება და შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა. მეორე კომპონენტის ფარგლებში ჩვენ ვიმუშავებთ საპილოტე პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება კონკრეტულად დეგრადირებული საძოვრების აღდგენა. ხოლო მესამე კომპონენტის ფარგლებში პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. “

მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარებას.
„მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მურნეობისა და გარემოს დცვის სამინისტროს, ასევე კავკასიის ფონდს. ისინი უკვე პრაქტიკულ სამუშაოებზე გადადიან, რაც თავისთავში მოიცავს მუნიციპალიტეტში საძოვრების გაკეთილშობილებას, და შესაბამისად, მეცხოველეობის ხელშეწყობას. ამ ეტაზე სოფელ ნანიანსა და მელაანზეა საუბრი. იმედს ვიტოვებთ, პროექტი მომავალ წლებშიც განხორციელდება და სხვა სოფლებსაც მოიცავს.“

პროექტი, რომლის სახელწოდებაა - „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ -, გურჯაანის, ყაზბეგის და დმანისის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google