სოფლის მეურნეობა
პირველი თებერვლიდან ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაცია პირველ თებერვალს დაიწყება, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან მოხდება. პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად აღებას შეძლებს.

1 ჰექტარზე 150 ლიტრა, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის საწვავის ბარათი გაიცემა. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება შეუძლიათ, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - მუნიციპალურ ცენტრებში.

| Print |
FaceBook Twitter Google