სოფლის მეურნეობა
ნინო წილოსანმა ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღეს გურჯაანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართეს.
მათ მიწის მდგრადი მართვისა და საძოვრებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა განმარტა, ჩამოსვლის მიზანი ფერმერების პრობლემების ადგილზე გაცნობა იყო.

„პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გასვლით შეხვედრებს ატარებს კახეთის რეგიონში. ჩვენი მიზანია მიწის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავებაში ადგილზე გავეცნოთ არსევულ პრობლემებს. მათ შორის ჩვენი ვიზიტი თემატურად მოიცავს ქარსაცავი ზოლების საკითხებს, ნიადაგის დაცვას, საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების საკითხს. კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ჩვენ წარვუდგინეთ პრიორიტეტები და თავის მხრივ მათ ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უფრო მარტივად გადაიჭრას. “

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რჟმში გაიმართა, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.

| Print |
FaceBook Twitter Google