სოფლის მეურნეობა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ცვლილებები უკვე დაამტკიცა.

„პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს; ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე მერყეობს. სოფლის განვითარების სააგენტომო ახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით.“ - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


მათივე ცნობით, პროექტში განხორციელებული ცვლილებებით, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა უკვე აგროლიზინგითაც შესაძლებელია.
| Print |
FaceBook Twitter Google