სოფლის მეურნეობა
თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში
Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია წლიურად 2000 ტონა თხილის მზა პროდუქციას აწვდის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, შოკოლადისა და ნაყინის ინდუსტრიებს, მცხობელებს, დისტრიბუტორებს და მათ თხილის პროდუქტისგან წარმოებულ სრულ სპექტრს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, COVID-19 პანდემიის შედეგად, კომპანია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას, რაც პირდაპირ აისახა ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ თხილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, Nuts.ge გახდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მხარდაჭერა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამიდან - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის, და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. მიღებული გრანტის ფარგლებში, კომპანიამ შეძლო, წარმოება ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოეყვანა.



ფოტოზე: მამუკა ბერიაშვილი, კომპანია Nuts.ge-ს დირექტორი

მამუკა ბერიაშვილი, კომპანია Nuts.ge-ს დირექტორი, აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და მაღალი კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრება. მისი თქმით, EU4Business-ისა და EBRD-ის ერთობლივმა მხარდაჭერამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში - „პროექტიდან მიღებული მხარდაჭერის ფარგლებში, წარმოების სტანდარტიზაციით დაწყებული, საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებზე პოტენციურ შემსყიდველებთან შეხვედრების ორგანიზებით დამთავრებული, პროექტმა მეწარმეებს ძალიან საჭირო ბენეფიტები შემოგვთავაზა. ბიზნესისთვის აუცილებელია, მუდმივად განვითარებაზე ფიქრი. ევროკავშირისა და EBRD-გან მიღებული დახმარების შედეგად, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების ჩართვით, ჩვენ შევძელით, მოგვეწესრიგებინა საწარმოო პაკეტი - მოვახდინეთ ფინანსური და ბუღალტრული უწყისების ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტთან, დავნერგეთ მართვის ავტომატური სისტემა, ჩავატარეთ საკონსულტაციო სამუშაოები, რომელმაც შეაფასა კომპანიაში არსებული მდგომარეობა და დაგვისახა სამომავლო განვითარების გეგმა. ეს არის სრული ჯაჭვი, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპანია, რადგან შესაბამისი სტანდარტების დაცვის გარეშე, პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წვდომა ვერ ექნება“.

როგორც მამუკა გვიყვება, თხილის ბიზნესში 2007 წლიდანაა ჩართული, იმ პერიოდიდან, როცა თხილის ბიზნესი იწყებდა ჩამოყალიბებას, ამიტომ Nuts.ge-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საწარმო ზუგდიდში 2012 წლიდან არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სამეგრელოში თხილის დიდი მოსავალია და ქვეყნისთვის თხილის მოპოვების ძირითად რეგიონად ითვლება, საწარმოს დაფუძნებაც სწორედ ზუგდიდში, გადაწყვიტა, თუმცა, კომპანიის საწარმო კახეთშიც ფუნქციონირებს. დღეს Nuts.ge საერთაშორისო თხილეულისა და მშრალი ხილის ასოციაციის წევრია: - „წარმატებამდე იმ მიდგომამ მიგვიყვანა, რაც მე და ჩემს თანამშრომლებს გვაქვს. ჩვენთვის ეს არის ინდუსტრია, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს Nusts.ge. ვცდილობთ, ზოგადად დარგი განვავითაროთ და ქართული თხილი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე. თუ თხილის წარმოება საქართველოში იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მასში შემავალი ყველა რგოლი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. წარმოიდგინეთ, ჯამში 1000-ზე მეტი მომწოდებელი გვყავს. მათ შორის არიან წვრილი და საშუალო ფერმერები და აგრეთვე, შემგროვებლები, რომლებიც სხვადასხვა ფერმერებისგან აგროვებენ თხილს და გვაწვდიან. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც გვაწვდიან ნახევრადფაბრიკატ ნედლეულს, ნაწილობრივ გადამუშავებულს. ეს ძალიან დიდი რგოლია და საკმაოდ ბევრი მეწარმის ეკონომიკური მდგომარეობაა დამოკიდებული დარგის განვითარებაზე, ამიტომ ვცდილობთ, ავწიოთ სტანდარტი და დავაკმაყოფილოთ ყველა საერთაშორისო მოთხოვნა“ - ამბობს მამუკა.

კომპანიას COVID-19 პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. Nuts.ge-ს დირექტორის თქმით, პანდემიამ გამოიწვია მუშა ხელის განახევრება, რაც პირდაპირ აისახა წარმოების რაოდენობაზე: „პანდემიამ გამოიწვია ლოქდაუნი, შეფერხებები ლოჯისტიკაში და დაწესებული რეგულაციები სრულად დაგვაწვა ზურგზე. იმისათვის, რომ რეგულაციები დაგვეცვა, რაც თანამშრომლებს შორის ორი მეტრის დისტანციის არსებობას ითვალისწინებდა, იძულებულები გავხდით, არსებული მუშახელი გაგვენახევრებინა და დაგვეტოვებინა მხოლოდ 30. პირბადეები, ფარების გამოყენებაც პრობლემური აღმოჩნდა დასაქმებულებისათვის, არ იყვნენ შეჩვეულები და ზოგიერთმა თავადვე თქვა უარი მუშაობაზე. ყველაფერმა ამან გაგვინახევრა სამუშაო გეგმები და შედეგად, საწარმოო პროცესები შეგვიფერხდა. პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო რეგიონიდან რეგიონში და სოფლიდან სოფელში ტრანსპორტირება. მეწარმეებს უნდოდათ ნედლეულის გაყიდვა, მაგრამ, არ შეეძლოთ მოწოდება. მიუხედავად ამ ზიანისა, კომპანიას გააჩნდა ევროკავშირის დახმარებით გაწერილი სტრატეგია, თუ როგორ უნდა განევითარებინა ბიზნესი და ეწარმოებინა პროდუქტი. Nuts.ge-მ შეძლო, მინიმალური ფინანსური ზიანით გაეგრძელებინა მუშაობა“ - ამბობს მამუკა ბერიაშვილი.



ფოტოზე: ზემა გერგედავა

ზემა გერგედავა Nuts.ge-ს ერთერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში საქმიანობას პანდემიის მიუხედავად აგრძელებს. ზემა თხილის ქარხანაში 5 წელია მუშაობს, თითქმის იმ პერიოდიდან, რაც საწარმო ფუნქციონირებს. მისი თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილები არც ისე ბევრია და დასაქმება განსაკუთრებულ სირთულეს ქალებისთვის წარმოადგენს: - „სანამ ეს ქარხანა იარსებებდა, მანამდე არასდროს მიმუშავია, სახლის საქმეში ვიყავი ჩართული. მას შემდეგ, რაც ქარხანა გაიხსნა, რეგიონში მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ოჯახებისთვის. შემოსავლის წყაროს ქალაქგარეთ აღარ ეძებ და რჩები იქ, სადაც ცხოვრობ. პანდემიის დროს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მქონდა, გადაადგილება იყო, თუმცა, კომპანიამ შეძლო ამ პრობლემის მალევე აღმოფხვრა და დღემდე სპეციალური ტრანსპორტით გვაკითხავს სახლამდე, მოვყავართ საწარმოში და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გვაბრუნებს უკან“.



ფოტოზე: ირაკლი შამათავა

ირაკლი შამათავა Nuts.ge-ს კიდევ ერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში დაფუძნების დღიდან მუშაობს. ირაკლი ზუგდიდის ადგილობრივი მაცხოვრებელია. კომპანიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი აღნიშნავს, რომ რეგიონისთვის ისეთი საწარმოს მუშაობა, როგორიცაა Nuts.ge, ძალიან მნიშვნელოვანია: - „ქვეყანა ვითარდება, რეგიონი ვითარდება, ხალხი დასაქმებულია, სამსახური აქვთ, ხელფასი აქვთ, კარგი სამუშაო პირობებია. კომპანიას მუდმივად ემატება ახალი მუშა ხელი და ფართოვდება. გარდა იმისა, რომ საწარმოში საქმდებიან ადამიანები, Nuts.ge ხელს უწყობს მეთხილეობის დარგის განვითარებას რეგიონში - იბარებს თხილს ადგილობრივი ფერმებისგან, რაც შემოსავლის წყაროა ბევრი ადამიანისთვის. ამ დარგის განვითარება პირდაპირ აისახება ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის უკანაც ოჯახები დგანან“, - ამბობს ირაკლი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი ამბობს, კომპანიის მთავარი მიზანია, რომ იყოს შუამავალი რგოლი ფერმერსა და საბოლოო მომხმარებელს შორის. კომპანიის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ ნედლეული შეისყიდოს პირველი ხელიდან, შესყიდული ნედლეული მოიყვანოს შესაბამისობაში - ტენიანობა, შრობა, მიკრობიოლოგიური და სხვა პარამეტრები, გადაამუშაოს და თითოეულ ნედლეულს მისცეს შესაბამისი დანიშნულება შესაბამის პროდუქტში. მისი თქმით, ეს პროცესი წარმოადგენს გრძელ ჯაჭვს, სადაც Nuts.ge გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს: - „სწორედ ამიტომ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მაღალი სტანდარტების დასანერგად, თუმცა ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. მეწარმეებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ინიციატივა და ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც ბიზნესისთვის გამოყოფს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დარგის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, და ამავდროულად, უზრუნველყოფს ბიზნეს საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას“ - ამბობს მამუკა.

ამ ეტაპზე, Nuts.ge-ში პანდემიის გამო, 120-დან 70 მუშა ხელი განაგრძობს საქმიანობას, რასაც სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა ემატება. ექსპორტზე 1000 ტონა თხილის ნაწარმი გააქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს - ევროპაში პროდუქტის ექსპორტი 38%-ია, ჩინეთში - 24%, რუსეთში - 22%, აფრიკაში - 5%, ახლო აღმოსავლეთში - 9% და დანარჩენ ქვეყნებში 2%.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციის გამო, რთველი -2021 განსაკუთრებულ
გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული
სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, მოწეულ მოსავლს
ქარხნები ორგანიზებულად იბარებენ.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციის გამო, რთველი -2021 განსაკუთრებულ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, მოწეულ მოსავლს ქარხნები ორგანიზებულად იბარებენ.
11:18 / 18.09.2021
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები კახეთის
რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოები)
საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები კახეთის რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოები) საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.
15:34 / 18.08.2021
საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია
(GEOSSA) საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის (ISF) ახალი
წევრია. ასოციაცია დაარსდა ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და
სოფლის მეურნეობისა ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, პროექტის -
,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის
კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ - ფარგლებში.
საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის (ISF) ახალი წევრია. ასოციაცია დაარსდა ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობისა ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, პროექტის - ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ - ფარგლებში.
17:08 / 05.08.2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის კრეფის სეზონი დასასრულს უახლოვდება.
დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში, რუსეთში, უკრაინასა და
ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი
ხილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის კრეფის სეზონი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში, რუსეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი ხილი.
13:53 / 02.08.2021
სამართალი
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.
12:07 / 19-08-2021
შსს-მ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
10:55 / 17-08-2021
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ვტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
15:15 / 04-08-2021
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
10:38 / 24-08-2021
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი რეზერვუარი მოეწყო.
17:06 / 06-08-2021
სხვა ამბები
„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით
16:58 / 22-09-2021
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია წარადგინა და დანარჩენი ხუთი პოლიტიკაც შეაჯამა.
16:53 / 22-09-2021
მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
16:44 / 20-09-2021
დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.
16:32 / 20-09-2021
თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +“, რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.
16:51 / 19-09-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ეპ ჯორჯია მიწოდება“-ს აბონენტების ნაწილს.
16:49 / 23-09-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6582
USD
USD
1
3.1181
GBP
GBP
1
4.2724
TRY
TRY
1
0.3528
RUB
RUB
100
4.2765
ამინდი
გურჯაანი 10 / 22 °C
img
საგარეჯო 9 / 16 °C
img
დ.წყარო 9 / 13 °C
img
სიღნაღი 10 / 20 °C
img
ლაგოდეხი 11 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 22 °C
img
თელავი 9 / 18 °C
img
ახმეტა 8 / 19 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.