სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინის ხარისხი ვენახიდან და ყურძნიდან იწყება - ლევან მეხუზლა
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციის გამო, რთველი -2021 განსაკუთრებულ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, მოწეულ მოსავლს ქარხნები ორგანიზებულად იბარებენ.

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კახეთში, 13 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 120 მლნ ლარამდე შემოსავალი უკვე მიიღო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ. ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.



„სამწუხაროდ, რთველის დასაწყისში მოვიდა სეტყვა და დააზიანა ყვერლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საკმაოდ დიდ ფართობზე-თითქმის 5 ათასამდე ჰა-ზე გაშენებული ნარგავები, რამაც ფაქტობრივად, გავლენა იქონია რთვლის მიმდინარეობაზე. პირველ რიგში, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დავიწყეთ. სეტყვამ მოსავლის რაოდენობაც შეამციარა და შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელთან შედარებით, ნაკლები მოსავალი გვაქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ წლის დასაწყისშივე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფერმერებთან, თითქმის სოფელ-სოფელ დავდიოდით, რომ მათ აქცენტი გაეკეთებინათ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე და შესაძლოა, ამის გამოცაა, რომ წლევანდელი ყურძენი არის საკმაოდ კარგი, იშვიათია, რომ არაკონდიციური შეგვხვდეს. ღვინის ხარიხის სწორედ ვენახიდან და ყურძნის ხარიხიდან იწყება. რაც შეეხება ნასეტყვ ყურძენს, სასპირტე წარმოებისთვის, დაახლოებით 1 კვირაში მოხერხდა მისი ქარხნებისთვის ჩაბარება, ხოლო შემდგომ, დაიწყო ზარალის ანაზღაურების პროცესი.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ფერმერებს, რომლებსაც საერთოდ გაუნადგურდათ მოსავალი და მოსავლის ჩაბარება ვერ მოახერხეს, მისცენ ანაზღაურება 1 ჰექტარზე 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მათ ვისაც მცირე მოსავალი დარჩა, შესაბამისად შეუვსონ თანხა 3000 ლარამდე გადაანგარიშებით. 20 სექტემბრამდე მიმდინარეობს განაცხადების მიღება და ამის შემდეგ, დაიწყება სპეციალურად შექმნილი კომისიის გასვლა ადგილზე. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ამ თანხას დაზარალებულები წლის ბოლომდე მიიღებენ“- აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე.


ვენახების კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში 2018 წელს ამოქმედდა „ქინძმარაულისა“ და „ყვარლის“ მიკროზონებში. 2019 წლიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერით ყურძენს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის” მიკროზონების მევენახეები აბარებდნენ. წელს ეს პროგრამა კახეთის მასშტაბით ამოქმედდა.

ლევან მეხუზლას შეფასებით, კადასტრის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს: „არ ჩაბარებულა არცერთი გრამი ყურძენი კახეთში კადასტრის გარეშე, ამჟამადაც ჩვენი ოპერატორები გაშლილი არიან მთელს რეგიონში და ვისაც სჭირდება, გასცემენ შესაბამის ამონაწერებს. რაც შეეხება ცნობებს, ცნობები სჭირდებათ იმ ფერმერებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს კერძო სექტორში ყურძნის ჩაბარება და უწევთ სახელმწიფო საწარმოში, კომპანიაში მიტანა. კომერციული- სარეალიზაციო ყურძენი, უნდა იყოს კადასტრით ჩაბარებული, გარდა შინა მოხმარებისა. თუ მომავალ წელს გადაწყვეტთ რეალიზაციას კადასტრი მაინც საჭიროა. წელს კადასტრის პროგრამის სამუშაოები დასრულდება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, მომდევნო 2022-23 წლებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მიმართულებით“.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. რა მიმართულებით შეუწყობს ხელს ღვინის ბიზნესის განვითარებას აღნიშნული პროგრამა- სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლა განმარტავს:
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა როგორც ასეთი, 2013 წელს შეიქმნა და მას შემდ მოქმედებს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში, ვახდენდით ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ეს ხდებოდა ძირითადად, გამოფენების, იმპორტიორების, ღვინის სპეციალისტების, ღვინოზე მწერალი ჟურნალისტების ჩართულობით. ჩვენ არ ვმუშაობდით მომხმარებელზე. წელს ამ პროგრამას დაემატა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. რომელიც გათვლილია კერძო კომპანიებზე. ის, ვინც მარკეტინგში დახარჯავს თანხას და შეძლებს გაზარდოს ექსპორტი კალენდარულ წელიწადში, აუნაზღაურდება ამ მიმართულებით დახარჯული თანხის ნაწილი. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება ჩვენი ბაზრების მეტ დივერსიფიცირებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მარკეტინგული დანახარჯები უნდა იყოს, არა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ქვეყნებზე.
პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა მოიცავს ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ, ასევე სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს.

მწარმოებლის გადასაწყვეტია, რომელი ღვინით შევა უცხოურ ბაზარზე, პროგრამის ეს კომპონენტი მისცემს სტიმულს კერძო კომპანიებს აქტიურად ჩაერთონ მარკეტინგულ კამპანიებში, საზღვარგარეთის - დასავლეთის ან აზიის ბაზრებზე.

საქართველო გამოირჩევა ღვინის მრავალფეროვნებით და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, უცხოურ ბაზრებს შევთავაზოთ ჩვენი უნიკალური ღვინო, რომელიც განსაკუთრებულია თავისი თვისებებით. რა თქმა უნდა, კონკრეტული ქვეყნისთვის საინტერესო და გაყიდვადი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ეს პროგრამა წარატებით იმუშავებს.“



ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს, რაც ასახულია კონკრეტულ ციფრებში: 2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მეღვინეობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ კარდანახში, რომელიც
ტრადიციული ღვინოების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, ღვინის
ფესტივალი წელს პირველად გაიმართება.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილობირივი მწარმოებლების
მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
მეღვინეობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, ღვინის ფესტივალი წელს პირველად გაიმართება.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
16:00 / 21.10.2021
რთველი-2021 კახეთში დასასრულს უახლოვდება, რეგიონში ვენახების
ძირითადი ნაწილი დაკრეფილია. რამდენიმე დღეში ახმეტისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში მოწეული ყურძენიც დაბინავდება, სსიპ ღვინის ეროვნული
სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, უკვე შესაძლებელია,
დავასკვნათ, რომ წლევანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა.
რთველი-2021 კახეთში დასასრულს უახლოვდება, რეგიონში ვენახების ძირითადი ნაწილი დაკრეფილია. რამდენიმე დღეში ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოწეული ყურძენიც დაბინავდება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, უკვე შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ წლევანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა.
15:42 / 17.10.2021
Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა
საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა
სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე.
Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე.
17:37 / 08.09.2021
გუშინ ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 15-მდე
სოფელში, ძლიერმა სეტყვამ ვენახების 80-დან 100%-მდე გაანადგურა.
გუშინ ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 15-მდე სოფელში, ძლიერმა სეტყვამ ვენახების 80-დან 100%-მდე გაანადგურა.
15:35 / 27.08.2021
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.
13:22 / 13-10-2021
შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.
13:14 / 13-10-2021
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.
12:07 / 19-08-2021
ეკონომიკა
ამ დროისთვის ჯუგაანი-ბოდბისხევი-წნორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
15:16 / 21-10-2021
სოფელ ჯიმითისა და ნანიანის მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.
13:56 / 20-10-2021
სხვა ამბები
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.
17:46 / 21-10-2021
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.
17:04 / 21-10-2021
კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.
16:37 / 21-10-2021
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.
16:35 / 21-10-2021
რუსთავს განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ ეკონომიკაში, ქვეყნის ცხოვრებაში და სჭირდება მეტი ყურადღება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავს მიეცეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარების საშუალება.
16:32 / 21-10-2021
არჩევნები 2021
პარტია "ევროპული საქართველო" 2 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს, პოლიტიკურ ფიგურებს არჩევნების მეორე ტურებში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წარადგენს. იმავე ქმედებისკენ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
13:33 / 13-10-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6561
USD
USD
1
3.1410
GBP
GBP
1
4.3346
TRY
TRY
1
0.3379
RUB
RUB
100
4.4164
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 4 / 15 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 6 / 17 °C
img
ლაგოდეხი 8 / 18 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 5 / 17 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.