სოფლის მეურნეობა
„ღVINOთონის“ გამარჯვებული გუნდი ცნობილია[photo]
11-12 დეკემბერს გურჯაანის ტექნოპარკში „ღVINOთონი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო მეღვინეობის სექტროში გამოკვეთილი პრობლემების გადაწყვეტა ტექნოლოგიური მეთოდით და შესაბამისი პროდუქტის შექმნა. ორგანიზატორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა სამი ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემა:
• “მცირე საოჯახო მეღვინეობებს უჭირთ ღვინის ექსპორტი და მასთან დაკავშირებული მარკეტინგი, რადგან მისი განხორციელება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.”
• “ღვინის წარმოება სხვადასხვა სახის რუტინული პროცესის შესრულებასთან არის დაკავშირებული, რასაც დიდი დანახარჯი აქვს და მეღვინეს ხშირ შემთხვევაში აღარ რჩება საკმარისი დრო და რესურსი აკეთოს მთავარი - გააუმჯობესოს ღვინის ხარისხი.”
• “მეღვინეობას რომელიც გადის ახალ ბაზარზე, უჭირს იყოს გამორჩეული რადგანაც ბაზარზე ღვინოები წარმოდგენილია ძირითადად ერთგაროვანი ფორმითა და შეფუთვით.”
ჰაკათონის მონაწილეებს 30 საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ ემუშავათ საკუთარ იდეებზე და მოემზადებინათ პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში ტექნოპარკში ჩატარდა სამი ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემდა უფრო ფოკუსირებულად ემუშავათ.

საბოლოოდ, წარდგენილი იყო 16 პროექტი. „ღვინოთონის“ გამარჯვებული გუნდი კი გახდა „გამგრილებელი დამრევი“. გუნდის 4 წევრი იყო: ლუკა ცაბაძე, ლუკა ნინუა, გიორგი კორკოტაძე და რევაზ ზურაბიშვილი.

„ჩვენი იდეა მოიცავს , დუღილის დროს, ქვევრის ღვინის "მორევის" ავტომატიზებას, რადგანაც ამ პროცესს დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება ხოლმე. ჩვენ გავაკეთეთ რელსებზე მოძრავი მოდელი, რომელიც გადაადგილდება ქვევრებს შორის და ამოტივტივებულ ჭაჭის მასას დაძირავს სამ საათში ერთხელ.

30 საათში სამუშაოს შესრულება, რა თქმა უნდა, რთული იყო და ვერც მოვასწარით კარგად პროტოტიპის აწყობა, მაგრამ იდეა უკეთ დავამუშავეთ და პრეზენტაციაც მოვამზადეთ. გამარჯვებას დიდად არ ველოდით, მითუმეტეს, სხვა გუნდებიც მუშაობდნენ ზუსტად ამ მიმართულებით,“-ამბობს გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლუკა ცაბაძე.

„მე და ლუკა ნინუა ვმუშაობდით მექანიზმის დიზაინსა და პრინციპზე, გიორგი კორკოტაძე ფინანსურ მხარეზე და რევაზ ზურაბიშვილი სურათების მოდელირებაზე. ვიცოდით, ღვინის სექტორში ეს პრობლემა რომ არსებობდა. გვყავს ამ სფეროსთან დაახლოებული მეგობრები, ჩვენი გუნდის წევრიც ღვინის ქარხანაში მუშაობს და, კონკრეტულად, ეს მექანიზმი ღვინის ბოთლის სახსნელისგან ავიღეთ. პროტოტიპის ასაწყობად ღვინის სახსნელი გვქონდა გამოყენებული.

ეს ჰაკათონი კარგი გამოცდილება იყო. მომავალში კიდევ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენთვის ეს პირველი ჰაკათონი იყო და ბევრი რამეც ვისწავლეთ,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ლუკა ცაბაძე.


ჰაკათონის ყველაზე პატარა, 15 წლის მონაწილე, ნიკოლოზ დვალი იყო. მან თავისი პროექტის, „Dvalder“-ის ფარგლებში ჟიურის წევრებს წარუდგინდა „ჭკვიანი ქვევრი“, რომელიც მომხმარებელს რეკომენდაციას უწევს, თუ რომელი ღვინო შეარჩიოს და აძლევს მას საშუალებას სასურველი პროდუქტი ადგილზევე დააგემოვნოს.
„„Dvalder“- ის იდეა ძალიან სასაცილოდ გაჩნდა. სულ ხუმრობით დავარქვი ეს სახელი, როცა პირველი აპლიკაცია შევქმენი. მას შემდეგ, მუდმივად ვავითარებ და ვხვეწ ჩემს იდეას.

პროდუქტის წარდგენა ძალიან რთული იყო. ფაქტობრივად, hardware da software ჩემით გავაკეთე და მთელი დღე-ღამის განმალობაში ვმუშაობდი. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალისტი ვარ, მინდოდა მაქსიმალური შედეგი დამედო და დავდე კიდეც.
ჰაკათონისგან, ამ 2 დღეში, მივიღე ძალიან ბევრი და ახალი ინფორმაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.
ზოგადად, Dvalder-ი სხვადასხვა ავტომატიზაციის პროექტებს აწყობს,“-გვეუბნება ნიკოლოზი.
ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო 5000 ლარი. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა, ტექნოპარკის რესურსების გამოყენებით, გააგრძელოს მუშაობა და განავითაროს საკუთარი იდეა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
„რთველი 2022“-ის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით,
მთავრობის ადმინისტრაციაში რთვლის მოსამზადებელ შეხვედრაზე იმსჯელეს.
„რთველი 2022“-ის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში რთვლის მოსამზადებელ შეხვედრაზე იმსჯელეს.
18:24 / 10.08.2022
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ჯილეხის გამოვლენასთან
დაკავშირებით დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ჯილეხის გამოვლენასთან დაკავშირებით დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.
17:32 / 04.08.2022
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. როგორც გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მოსავლის
შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში 40-ზე მეტი
სამაცივრო მეურნეობაა ჩართული.
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობაა ჩართული.
09:04 / 02.08.2022
2022 წელს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს 14:00 საათზე
გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება.
2022 წელს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს 14:00 საათზე გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება.
17:31 / 21.07.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 33 °C
img
საგარეჯო 21 / 31 °C
img
დ.წყარო 21 / 29 °C
img
სიღნაღი 22 / 34 °C
img
ლაგოდეხი 21 / 29 °C
img
ყვარელი 22 / 33 °C
img
თელავი 21 / 31 °C
img
ახმეტა 21 / 32 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.