სოფლის მეურნეობა
საქართველოდან პირველად ექსპორტზე ლოკოკინა გავიდა
საქართველოდან პირველად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანიდან, ექსპორტზე 3 ტონამდე ლოკოკინა გავიდა.

-"ჩვენმა ერთ-ერთმა ფერმერმა აიღო მოსავალი და 3 ტონამდე რაოდენობის ლოკოკინა გაიტანა ექსპორტზე. ეს პირველი პარტია იყო. გზა გაიხსნა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაუშვა საქართველოდან ლოკოკინების მიღება. ჩვენი კომპანიაა "ლუმაკერია იტალიანა", რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში ვართ ჩვენ. კომპანიას რამდენიმე ფერმერი ჰყავს, რომლებსაც ჩვენი მეთოდით მოჰყავს ლოკოკინა.

ერთ-ერთმა აიღო მოსავალი. ვინც წინა წელს დაიწყო ფერმის მოშენება, წელს მოსავალს ისინიც აიღებენ და პროდუქტი უკვე სისტემტურად გავა ექსპორტზე იტალიაში,"- განაცხადა speqtri.ge-სთან საუბარში საერთაშორისო ჰელისი კულტურის ინსტიტუტის მენეჯერმა, გიორგი ბოლქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, 1 კგ ლოკოკინის ფასი 5 ევროს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google