სოფლის მეურნეობა
ვინ ისარგებლებს ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამით და სად დაირიცხება ქულები
მცირემიწიანი ფერმერების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს.
თუ ფლობთ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს, აგრობარათზე დაგერიცხებათ ქულები, რომელთა მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შეძენას შეძლებთ.

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა -ზე 300 ლარით განისაზღვრა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ დარეგისტრირებული იყოთ ფერმერთა რეესტრში.

"საჯარო რეესტრში უნდა იყოს რეგისტრირებული  და უნდა ფლობდეთ მიწას თქვენს სახელზე, რომ ქულები დაგერიცხოთ. ვისაც უკვე წინა წლებში უსარგებლია მსგავსი პროგრამით, ძველ ბარათზე დაერიცხება ქულები.თუ ბარათი აღარ აქვს, ახლიდან აიღებს. ფერმერების რეესტრში ჩვენ ვარეგისტრირებთ. მაგრამ პროგრამით სარგებლობის წინა პირობა არ არის რეგისტრაცია. რეგსტრაცია შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ისარგებლებენ ბარათით და ჩვენი ოპერატორები დაურეკავენ,"- განუცხადეს speqtri.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება ქულების დარიცხვა.

ცნობისთვის, პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს, რომლითაც 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google