სოფლის მეურნეობა
„ექიმის ბიო-მარანი“ ახალი ღვინის ფესტივალზე
14 მაისს, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე „ექიმის ბიო-მარნიც“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც დიდი, ისე საშუალო და პატარა კომპანიები, ასევე მცირე საოჯახო ტიპის მარნები. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, მათ 2021 წლის მოსავალი დააგემოვნებინეს.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში მარნის მეპატრონე, მარიეტა კაკიაშვილი-რუაძემ აღნიშნა, მათი ღვინო კახეთიდან 18 მონაწილეს შორის, წინასწარი დეგუსტაციის საფუძველზე შეარჩიეს.


"ფესტივალზე იყვნენ როგორც სომელიეები ისევე ექსპორტიორები, დაგემოვნების შემდეგ მოვისმინეთ შეფასებები და რამდენიმე სომელიემ აღნიშნა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ საფერავის ჯიშის ღვინოებს შორის, ჩვენს ღვინოს საუკეთესო სამეულში განიხილვდა. ღვინის დამზადება ხდება ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ყოველგვარი ქიმიური ხსნარების და შესაწამლი საშუალებების გარეშე.
ამის გარდა, ექსპორტიორების მხრიდან წამოვიდა დაინტერესება და უახლოეს მომავალში შესაძლოა ვიფიქროთ თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება ბიო სერთიფიკატს ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ ჩვენს პროდუქციას ბიოდინამიური ნატურალური ღვინო ჰქვია.

მინდა ავღნიშნო, რომ ხვალ მივემგზავრებით ავსტრიაში, სადაც უცხოელ სპეციალისტებს გავაცნობთ ჩვენს ნაწარმს,"- განაცხადა speqtri.ge-სთან საუბარში "ექიმის ბიო-მარნის“ დირექტორმა მარიეტა კაკიაშვილი-რუაძემ.

ცნობისთვის ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან აღინიშნება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მთავარ იდეას წარმოადგენს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარება.

მათი გადაწყვეტილებით, წელს უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაც იყო გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ღვინის კლუბი / Wine Club, ღვინის სოფელი / Wine Village / Wine Club , ფესტივალის მხარდამჭერი იყო ღვინის ეროვნული სააგენტო


| Print |
FaceBook Twitter Google