სოფლის მეურნეობა
გურჯაანში გარგარის კრეფა დაიწყეს - რა ფასად იყიდება
გურჯაანში საადრეო გარგარის კრეფა უკვე დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის უფრსმა, ალექსანდრე თათრიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 7 ლარიდან იწყება.
-„ჯერჯერობით გარგარი ექპორტზე არ გასულა. შიდა ბაზარზე იყიდება საკმაოდ კარგად და მაღალი მოთხოვნაა. მინიმალური ფასი, რაც ამ დროისთვის დადასტურებულად გვითხრეს გლეხებმა, 7 ლარი და კიდევ უფრო ზემოთაცაა. ის ათვისებული ბაზრები, რაც წინა წელს იყო, რა თქმა უნდა, ისევ შენარჩუნდება. კვლავაც იგეგმება საექსპორტო პროდუქციის გატანა და ჩვენი მხირდანაც იქნება ამ პროცესში ხელშეწყობა,“- განაცხადა speqtri.ge-სთან ალექსანდრე თათრიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google