სოფლის მეურნეობა
ქალაქი გურჯაანი და სოფელი ჩუმლაყი დაისეტყვა
სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ქალაქი გურჯაანი და სოფელი ჩუმლაყი მნიშვნელოვნად დააზარალა.
დასეტყვილია ვენახები, ატმისა და გარგარის ბაღები. სოფლის სავარგულებში ფერმერები ზარალს ამ წუთებში ამოწმებენ.როგორც გლეხები ამბობენ, ვაშლატამის.კრეფა ორ კვირაში უნდა დაეწყოთ, თუმცა რამდენიმეწუთიანმა სეტყვამ და ქარმა მთელი წლის ნაშრომი გაანადგურა. მათივე თქმით, ასეთი ატმის რეალიზაციას, ფაქტობრივად ვერ შეძლებენ.

რა ზარალი მიადგა მოსახლეობას,სპეციალური კომისია ხვალიდან დაითვლის.


| Print |
FaceBook Twitter Google