სოფლის მეურნეობა
ოთარ შამუგია: საქართველოში ხორბლის წარმოება 33%-ითაა გაზრდილი
ხორბლის აღების პროცესში სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინია ჩართული. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კახეთში ვიზიტისას ისაუბრა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოაგილე გელა სამხარაულთან, კახეთის მხარის რწმუნებულ ირაკლი შიოშვილსა და დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანაშვილთან ერთად, ხორბლის აღების პროცესს დედოფლისწყაროში გაეცნო.

“კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ხორბლისა და ქერის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი, რის შემდეგაც კომბაინები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი; ასევე, კერძო სექტორის ტექნიკა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით 30-ზე მეტი ახალი კომბაინი იქნა კერძო სექტორის მიერ შეძენილი, რომელიც ასევე ჩართულია მოსავლის აღების პროცესში, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ თანადაფინანსებას და ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის რაოდენობას გავზრდით, რაც ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, შეუფერხებლად, აგროვადებში შეძლონ მოსავლის აღება”, - აცხადებს ოთარ შამუგია.

მან ასევე ისაუბრა მოსავლიანობის ზრდის ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება და მოსავალი მიმდინარე წელსაც უხვია.

“იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსავლის ქვეყანაში დარჩენასა და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება- შევზღუდეთ ხორბლისა და ქერის ექსპორტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

აშშ-ში ვიზიტის დროს, აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები იმპორტზე”, - აღნიშნავს მინისტრი.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი.

მოსავლის აღების პროცესში ასევე ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით შეძენილი 32 კომბაინიც. აღნიშნული კომბაინების შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.









| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 24 °C
img
დ.წყარო 12 / 20 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 22 °C
img
ყვარელი 15 / 26 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.