სოფლის მეურნეობა
გურჯაანში „ღვინის ფესტივალი 2022“ ჩატარდება
2022 წელს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს 14:00 საათზე გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„2 წელი, 9 თვე და 9 დღე ველოდით თქვენთან შეხვედრას! და აი, დაგიბრუნდით ძალიან მაგარი ამბით!

ფესტივალი 15 ოქტომბერს, გაიმართება და ჩვენ ისევ ერთად შევქმნით ჯადოსნური თავგადასავლებით სავსე დღეს!“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ბრუნდება, რადგან ღვინოსთან ერთად ვიზიტორებს კულინარიულ ნაწარმსაც წარუდგენენ.

ფესტივალის ჩატარების ადგილი უცვლელია. ღონისძიებას ამჯერადაც ახტალის პარკი უმასპინძლებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ღვინის ფესტივალი გურჯაანში 2017 წლიდან იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google